იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საიუბილეო გამოწვევის სტუმარია მათემატიკის პედაგოგი ნატო რუხაძე
12-08-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.

საიუბილეო გამოწვევის სტუმარია სკოლის მათემატიკის პედაგოგი და ამავე სკოლის კურსდამთავრებული ნატო რუხაძე.

მასწავლებელი მადლობას უხდის იდეის ავტორებს, რომ ასეთი გამოწვევით ყველა ბავშვობაში დააბრუნა. ნატო რუხაძე სკოლასთან დაკავშირებულ ტკბილ მოგონებებზე გვიამბობს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203