სორმონის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა  ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღო
11-08-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სორმონის საჯარო სკოლიდან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ერთი მოსწავლე - არჩილ ხანთაძე გავიდა.

როგორც სორმონის საჯარო სკოლის წარმომადგენელი გვატყობინებს, არჩილ ხანთაძემ არაერთხელ ასახელა მშობლიური სკოლა და ახლაც - 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ მაღალი ქულები მიიღო.

აქვე აღსანიშნავია, რომ არჩილ ხანთაძე ოქროსმედალოსანია, ხოლო საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, სახელმწიფო პროგრამა - ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ ლეპტოპით დაჯილდოვებული. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სორმონის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები წარმატებებს უსურვებენ არჩილს ცხოვრების ახალ ეტაპზე რასაც ჯერ აბიტურიენტობა, შემდეგ კი სტუდენტობა ჰქვია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203