ტყიბულის N5 საჯარო სკოლას ოქროს მედლის ორი კანდიდატი ჰყავს
11-08-2020

ტყიბულის N5 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლება ყველასთვის გამოწვევა იყო, სკოლის დირექციამაც, პედაგოგიურმა საზოგადოებამაც და რა თქმა უნდა, მოსწავლეებმაც ღირსეულად დაძლიეს ყველა წინააღმდეგობა.

დღეს სასწავლო წლისა და ეროვნულ გამოცდებზე დაფიქსირებული შედეგებით, უკვე შეგვიძლია მსჯელობა, რამდენად შედეგიანი იყო 2019-2020 წლის სწავლა-სწავლების პროცესი და სწორედ ამ შედეგებიდან გამომდინარე, ტყიბულის N5 საჯარო სკოლაც ამაყობს - ორი კურსდამთავრებული ოქროს მედლის კანდიდატია და ისინი მალე უმაღლეს სასწავლებელშიც ჩაირიცხებიან.

სოფიო ჩაფიძესა და ნინო გლუნჩაძეს ტყიბულის N5 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება წარმატებებს უსურვებენ და იმედოვნებენ, რომ ისინი ამაყად შეაბიჯებენ უმაღლეს სასწავლებლებში, ახლა უკვე სტუდენტის სტატუსით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203