იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის საიუბილეო გამოწვევას ისტორიის პედაგოგი ნინო დათაშვილი შეუერთდა
11-08-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.

საიუბილეო გამოწვევის სტუმარია სკოლის ისტორიის პედაგოგი ნინო დათაშვილი.

„მე ვარ უზომოდ ბედნიერი და ამაყი, რომ ვარ ამ სკოლის მასწავლებელი, სკოლისა, რომლის დერეფნებშიც 100 წლის წინ დააბიჯებდნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც შექმნეს ქართული განათლების სისტემა, დააარსეს ქართული სკოლა, სადაც ბავშვებს ქართულად აზროვნებას ასწავლიდნენ“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203