
ტყიბულის N1 საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დირექციასაც და მასწავლებლებსაც საამაყო უდავოდ აქვთ. სკოლის კურსდამთავრებულმა, გიორგი კობახიძემ ეროვნულ გამოცდებზე, ისტორიის ტესტში უმაღლესი ქულა მიიღო.
სასკოლო საზოგადოება ამაყობს გიორგი კობახიძის ეროვნულ გამოცდებზე დაფიქსირებული შედეგით და უსურვებს წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე, რასაც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტობა ჰქვია.