
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტყაჩირის საჯარო სკოლის ოქროსმედალოსნები გიორგი კეპულაძე და თეკლა გეგია მომავალი ექიმები არიან. ისინი სწავლის გაგრძელებას სამედიცინო ფაკულტეტზე გეგმავენ.
გიორგიმ ეროვნულ გამოცდებზე ქართულში 60, ბიოლოგიაში კი 67 ქულა აიღო. თეკლამ ქართულში 52, ბიოლოგიაში კი 64 ქულა მიიღო.
მასწავლებლები ნიჭიერ მოსწავლეებს წინსვლას და წარმატებებს უსურვებენ.