ფუშრუკაულის საჯარო სკოლის 4 კურსდამთავრებული სტუდენტის სტატუსს მიიღებს
11-08-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - თამილა აბაშიძემ, ნაირა დუმბაძემ,  ჯაბა ჯაიანმა და ზეინაბ აბაშიძემ წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები. მიუხედავად იმისა, საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, წინასწარი მონაცემებით, თამამად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ფუშრუკაულის ბრწყინვალე ოთხეული მალე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტის სტატუსით შეაბიჯებს.

ფუშრუკაულის საჯარო სკოლის დირექტორი - ევგენი სურმანიძე, ასევე პედაგოგიური საზოგადოება ულოცავენ საკუთარ კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს წინსვლას ცხოვრების სრულაიდ ახალ ეტაპზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203