
რუსთავის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. აბიტურიენტების ქულები საკმაოდ შთამბეჭდავია.
ინგლისურ ენაში 80 ქულიდან უმაღლესი - 80 ქულა აიღო ხატია ლომიძემ, სალომე ცაბაძემ - 78, დავით პაპუნაშვილმა - 78, ლიზი შენგელიამ - 75, საბა ბადუაშვილმა -74, ნიკა ფანცულაიამ - 74, გიორგი ასრათაშვილმა - 72, გოგა გოგალაძემ კი - 71.
რუსულ ენაში მედეა კუპატაძემ 74 ქულა დაიმსახურა.
ბიოლოგიის გამოცდა ლიზი შენგელიამ 62 ქულაზე ჩააბარა.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი 61-61 ქულები მიიღეს მედეა კუპრაძემ და სალომე ცაბაძემ.
ისტორიის გამოცდის შედეგები კი ასეთია:
ხატია ლომიძე - 58
სალომე ცაბაძე - 57
დავით პაპუნაშვილი - 56
მედეა კუპრაძე - 56
ნიკოლოზ გავეშელიშვილი -51
ქეთი ლომიძე - 50
სკოლა მოსწავლეებს მიღწეულ შედეგებს ულოცავს და წარმატებას უსურვებს.