თაბაგრების საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს
11-08-2020

ჭიათურის  მუნიციპალიტეტის თაბაგრების საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია. 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის ორმა წარჩინებულმა მოსწავლემ. 

საბაზო  საფეხურის წარჩინებული მოსწავლეა მარიამ  თაბაგარი. მას ახალ სასწავლო წელს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში ლეპტოპი გადაეცემა.

ანა კაპანაძემ კი სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა.

„მინდა  ასევე  შემდგომი  წარმატებები  ვუსურვო  სკოლის 5 კურსდამთავრებულს: ანა  კაპანაძეს; დათო  კაპანაძეს; ნინო  კენჭოშვილს, გიორგი  კენჭოშვილსა და ირინა  კენჭოშვილს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით  დაასრულეს და საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას, ბედნიერ სტუდენტობასა და მომავალს ვუსურვებთ",-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203