
2019-2020 სასწავლო წელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წინსვლის საჯარო სკოლაში წარმატებით დასრულდა. დისტანციური სწავლების მიუხედავად, მოსწავლეებმა თავი გაართვეს გამოწვევებს და სკოლა წარჩინებით დაამთავრეს.
სკოლას ჰყავს ოთხი ოქროსმედალოსანი: ვასაძე ანა, დოლიძე თამუნა, ბოლქვაძე თემურ და აბაშიძე გიორგი.
სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩააბრეს და და მათი ქულები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ 14 აბიტურიენტიდან 12 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხება.
სკოლის დირექცია ულოცავს მათ წარმატებას და უსურვებს უფრო მაღალი მწვერვალების დალაშქვრას.