
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჭივჭავის საჯარო სკოლას სულ ორი კურსდამთავრებული ჰყავს. აქედან ერთი - ნანა ხაბულიანი ოქროსმედალოსანია. მან ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა. ნანას საბაზო საფეხურზე წარჩინებული სწავლისთვის ლეპტოპიც აქვს საჩუქრად მიღებული.
„დირექცია, პედკოლექტივი და მოსწავლეები ვულოცავთ ნანას ამ წარმატებას და ვუსურვებთ ცხოვრების ყოველი ეტაპის წარმატებით გავლას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.