ქუთაისის N37 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლალი უშვერიძე საზაფხულო სკოლის პროექტში მონაწილეობდნენ
11-08-2020

„სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ - ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლალი უშვერიძე საზაფხულო სკოლის პროექტში მონაწილეობდნენ.

პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 18 სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩაერთვნენ.

„ქუთაისის N37 საჯარო სკოლიდან საზაფხულო სკოლაში ჩართულები იყვნენ  მე-10 კლასის მოსწავლეები, ანა ლომთაძე, ავთანდილ ნამგალაძე და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლალი უშვერიძე.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობის და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შესახებ. მოსწავლეებმა ასევე აითვისეს ბევრი, ძალიან კარგი და სასარგებლო უნარ-ჩვევა.

პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი  Civic Education Teachers Forum-ის მიერ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით .

კიდევ ბევრი ასეთი პროექტი მოსწავლეებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203