
შუახევის მუნიციპალიტეტის, ტბეთის საჯარო სკოლას 2019-2020 სასწავლო წელს, მხოლოდ ორი კურსდამთავრებული ჰყავდა. სალომე ბედინაძემ და ბეგორი წულუკიძემ ტბეთის საჯარო სკოლის საშუალო საფეხური წარმატებით დაასრულეს და ასევე წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები.
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა, პირველად შედეგებით უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტბეთის საჯარო სკოლის ორივე კურსდამთავრებული მალე უკვე უმაღლეს სასწავლებელში, სტუდენტის სტატუსით განაგრძობს სწავლას.
ტბეთის საჯარო სკოლის დირექტორი ბესიკ დავითაძე, სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური საზოგადოება ულოცავს სალომესა და ბეგორს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და უამრავ წარმატებას უსურვებს მათ.