მეტეხის N1 საჯარო სკოლას საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლე ჰყავს
11-08-2020

კასპის მუნიციპალიტეტის, მეტეხის N1 საჯარო სკოლის საბაზო საფეხური ერთმა მოსწავლემ - ელდარ გუგულაშვილმა წარჩინებით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ელდარი, სახელმწიფო პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპს მიიღებს.

მეტეხის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება ულოცავს კურსდამთავრებულს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს, საშუალო საფეხურიც ასეთივე წარჩინებით - ოქროს მედალზე დაესრულებინოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203