
ალექსანდრე ონიანის სახელობის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ჟახუნდერის საჯარო სკოლამ ღირსეულად დაძლია ყველა გამოწვევა, რომელიც დისტანციური სწავლების გამო შეიქმნა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში. ამის დადასტურება ისიც არის, რომ კურსდამთავრებულებმა - თეა ონიანმა და რევაზ დევდარიანმა წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები.
„ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია დიდი სიყვარულით ულოცავს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს - თეა ონიანსა და რევაზ დევდარიანს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. უსურვებს მათ წინსვლას და მომავალში უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნა მოახმარონ, მშობლიური სვანეთის წინსვლასა და აღორძინებას“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.