წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასი დენდროლოგიურ პარკს სტუმრობდა
11-08-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასის (მომავალი V კლასის) მშობლებმა, მასწავლებლებმა და დირექციამ, დირექტორ ფაქიზო ფანჩულიძესთან ერთად, მოსწავლეებს ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.

„ექსკურსია მოეწყო შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებში ბიომრავალფეროვნების შემეცნების განვითარება. მოსწავლეებმა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორისა და ფაუნის ათასობით სახეობა მთელი თავისი სრულყოფილებით მოინახულეს, რამაც ბავშვები დენდროფლორის მრავალფეროვნებას, ხე-მცენარეებს და 58 სახეობის უნიკალური ფრინველების შთამბეჭდავ სილამაზეს აზიარა. სწორედ ამიტომ, ამ იშვიათ პარკს რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი გამაჯანსაღებელი, ესთეტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეებმა, ასევე დაათვალიერეს შავი ზღვის სანაპირო თავისი ღირსშესანიშნაობებით, ხოლო ექსკურსის ფინალი იყო „მუსიკალური პარკი“, რამაც ბავშვები კიდე უფრო აღაფრთოვანა. ეს დღე მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ და ყოველთვის სიხარულითა და სიყვარულით გაიხსენებენ. ამ სიხარულს მათთან ერთად იზიარებდა მომავალი დამრიგებელი (თ. ივანეიშვილი).

მადლობა, თქვენ, ყველას: მშობლებს, მასწავლებლებს, დირექტორს - ქალბატონ ფაქიზო ფანჩულიძეს იმისათვის, რომ არ დაიზარეთ თქვენი წვლილი შეგეტანათ ბავშვების კეთილდღეობისა და შინაარსიანად დაგეგმილი ექსკურსის სათვის, რომელმაც მიზანს მიაღწია“,-აღნიშნავს IV კლასის ხელმძღვანელი ა. ნაფეტვარიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203