ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღეს
11-08-2020

ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში 23 მოსწავლემ წარჩინებით დაასრულა საბაზო საფეხური, ხოლო 13-მა მოსწავლემ ოქროს და 2-მა მოსწავლემ ვერცხლის მედალზე დაასრულა საშუალო საფეხური.   

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები მიიღეს. ბიოლოგიის გამოცდაზე 70 ქულიდან მაქსიმალური -70  ქულა ლუკა აბაშიძემ აიღო, 69 ქულა კი ანა კახნიაშვილმა დააგროვა.

„ასევე  მრავლად გვყავს სხვა საგნებშიც მაღალქულიანი აბიტურიენტები. ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ მორიგ წარმატებებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203