„გულდასაწყვეტია, რომ ვერ დაირეკა ბოლო ზარი, რომელსაც ბავშვები 12 წელი ელოდნენ“ - მერენიის საჯარო სკოლის დირექცია სასწავლო წელს აჯამებს
11-08-2020

2019-2020 სასწავლო წელს, არც მერენიის საჯარო სკოლისთვის ჩაუვლია უემოციოდ - წლის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, პანდემიის გამო ონლაინ-გაკვეთილები თუ დაინერგებოდა. ფაქტია - დირექციასაც, მასწავლებლებსაც, მოსწავლეებსაც და მშობლებსაც არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმაც ზედმიწევნით შესრულდა და სასწავლო წელიც წარმატებით დააგვირგვინეს, თუმცა გული წყდებათ, მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციულად რომ ვერ დაირეკა:

მერენიის საჯარო სკოლის მე-12 კლასმა, ისევე, როგორც სხვა სკოლის მოსწავლეებმა, 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს; მიუხედავად  ქვეყანაში არსებული პანდემიისა, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები დისტანციურ სწავლებაში  და მოტივაციაც ჰქონდათ, მაქსიმალურად გამოეყენებინათ სასწავლო რესურსები; გულდასაწყვეტია, რომ ვერ დაირეკა ის ბოლო ზარი, რომელსაც 12 წელი ელოდნენ.

2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები და  მერენიის საჯარო  სკოლის ადმინისტრაცია ვუსურვებთ საქართველოს, კიდევ ერთი უიარაღო ბრძოლის მოგებასა და პანდემიის დამარცხებას. 

იმედია 2020-2021 სასწავლო წელი დაიწყება და გაგრძელდება პანდემიის გარეშე“, - ნათქვამია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მერენიის საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203