ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლას ოქროს მედლის 4 კანდიდატი და საბაზო საფეხურის 4 წარჩინებული მოსწავლე ჰყავს
11-08-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის 4 კურსდამთავრებული ოქროს მედლის კანდიდატია. ესენი არიან: თამარ ყურშუბაძე, მარიამ ყურშუბაძე, ნინი შამილიშვილი და მანანა მამულაძე.

ასევე ოთხმა მოსწავლემ: გიორგი მამულაძემ, ანა შამილიშვილმა, თაკო პატარიძემ და სალომე ბერიძემ საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულა. მათ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კომპიუტერს გადასცემს.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს ამ ჯილდოს და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203