გაიცანით მათე ტყეშელაშვილი - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე
11-08-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექცია მე-4 კლასის მოსწავლე მათე ტყეშელაშვილს გვაცნობს. მათემ დისტანციური სწავლების პერიოდში თავი გამოიჩინა და სასწავლო წლის ბოლოს სიგელიც დაიმსახურა. მან საკუთარი ნიჭი და უნარ-ჩვევები უკეთესად წარმოაჩინა.

„მათე ნიჭიერი, შრომისმოყვარე და აქტიური ბიჭუნაა. იგი დისტანციური მუშაობის დროს ხშირად გვიგზავნიდა დამხმარე რესურსებს ისტორიაში, ქართულ ენაში, საგანში „მე და საზოგადოება“, ვიდეორგოლებს ბუნების დაცვაზე, თამარ მეფეზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, წმ. გიორგის ცხოვრებაზე, ხშირად გვიკითხავდა თავის საყვარელ ლექსებს და სხვ.

მათე ყველა სასწავლო დისციპლინას სერიოზულად ეკიდება, გარდა ამისა, იგი გატაცებულია მხატვრული კითხვით. არის პოეზიის დიდი მოყვარული.მათეს წაკითხული ლექსი ყოველთვის გამოირჩევა გულშიჩამწვდომი ემოციითა და სიყვარულით.
იგი ხშირად მონაწილეობს სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში. ვუსურვოთ პატარა ქართველს წარმატებები. გვიხარია, რომ ასეთი მოტივირებული და მიზანდასახული საინტერესო მომავალი თაობა ეზრდება ჩვენს სამშობლოს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203