
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექციამ თავის კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება მიულოცა.
„გილოცავთ ჩვენო საყვარელო კურსდამთავრებულებო: დავითულიანი ანი, თუთისანი გურჯი, თუთისანი თეონა, ხეცურიანი სალომე. უკვე სტუდენტები ხართ და ახალი სასწავლო წლიდან მშობლიური სკოლის ნაცვლად უნივერსიტეტების კარს შეაღებთ.
მჯერა, მშობლიურ სკოლაში მიღებულ ცოდნასთან ერთად საგზლად ჩვენს რჩევა-დარიგებებსაც გაიყოლებთ და არაერთხელ გაგვახარებთ თქვენი წარმატებებით! გზა დაგელოცოთ! ვულოცავ თქვენს მშობლებსა და მასწავლებლებს!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.