თბილისის N217 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული 100%-იანი გრანტის კანდიდატია
10-08-2020

თბილისის N217 საჯარო სკოლას საამაყო უდავოდ აქვს - ოქროსმედალოსანმა მოსწავლემ, რუსუდან ქელდიშვილმა ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში მაღალი შეფასება მიიღო: მათემატიკაში 59 ქულიდან 58, ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 70-დან 68, ხოლო უცხოურ ენაში - 80-დან 76 ქულა დაიმსახურა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

რუსუდან ქელდიშვილი ​თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე აბარებს და თუ ეროვნული გამოცდების შედეგებით ვიმსჯელებთ, 100%-იანი გრანტის კანდიდატია.

აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტობა მარიამის ოცნება გახლდათ და როგორც უმაღლესი ქულების მფლობელს, ტელეკომპანია „იმედმა“ სიუჟეტიც კი მიუძღვნა.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203