განახლების საჯარო სკოლას ერთი ოქროსმედალოსანი ჰყავს - სამმ​ა მოსწავლემ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
10-08-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლა ყოველთვის ამაყობს თავისი კურსდამთავრებულების შედეგებით. მოსწავლეები ყოველთვის ამართლებდნენ მასწავლებლების ნდობას და ირიცხებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

წელს სკოლას 5 კურსდამთავრებული ჰყავს, მათგან სამი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა. ხოლო სკოლა ოქროს მედალზე ერთმა კურსდამთავრებულმა, შალვა ბოლქვაძემ დაასრულა. 

„მოგეხსენებათ, წელს მათთვის როგორი რთული პერიოდი იყო ქვეყანაში მიმდინარე პანდემიის გამო, მაგრამ მათ შეძლეს და გაამართლეს ჩვენი იმედები. საკმაოდ კარგი შედეგები დადეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ვულოცავ ანნა ცეცხლაძეს, შალვა ბოლქვაძეს, თეონა პაქსაძეს უკვე სტუდენტობას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ“,-აღნიშნავს დირექტორი ლიანა ბოლქვაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203