ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
10-08-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებული გარემოში შეხვდებიან. 

სარემონტო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ტარდება. სრულად გარემონტდება სკოლის შენობის დერეფანი. სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს სამშენებლო კომპანია "მშენჯგუფი" (მიხეილ დარასელიას ხელმძღვანელობით).

სკოლის  დირექცია  მასწავლებლების,  მოსწავლეებისა  და მშობლების  სახელით  მადლობას  უხდის  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას გაწეული დახმარებისათვის, მიხეილ  დარასელიას და  მის ჯგუფს პირნათლად შესრულებული სამუშაოებისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203