წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ეთნოტური მოაწყვეს
10-08-2020

3, 4 და5 აგვისტოს ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა, კლასის ხელმძღვანელ ფიქრია გიორხელიძესთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთში ეთნოტური მოაწყვეს.

მოსწავლეები ესტუმრნენ ევროპის უმაღლეს სოფელს - უშგულს, დაათვალიერეს მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მოილოცეს სვანეთის წმინდა სალოცავები. თავისუფალ დროს მასპინძელი ოჯახის ეზოში მოაწყვეს ინტელექტუალური თამაში - „ყველაფერი სვანეთის შესახებ“, რომელშიც მშობლებიც მონაწილეობდნენ.

ჰეშკილის ჯადოსნური ქოხებისა და ჰაწვალის ულამაზესი ხედების დათვალიერების შემდეგ უკან დაბრუნებულები, ენგურჰესსა და დადიანების სასახლეს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა საქართველოს ულამაზესი კუთხის ნახვით გამოწვეული დაუვიწყარი ემოციები, აღმაფრთოვანებელი ბუნება და სხვადასხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობები ფოტოებზე აღბეჭდეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203