
თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გურიანთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლას საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს: ანანო ჯაფარიძე და ქრისტინე ლიპარტელიანი.
მოსწავლეები წარდგენილნი არიან პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში და ახალ სასწავლო წელს საჩუქრად ლეპტოპები გადაეცემათ.
სკოლის დირექცია მათ მრავალ წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.