ისტორიაში 59, ინგლისურში 80 ქულა - გაიცანით ჭიათურის N2 საჯარო სკოლის წარმატებული აბიტურიენტი ნანა აბესაძე
10-08-2020

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს აღწევენ. ერთ-ერთი უმაღლესქულიანი აბიტურიენტი ნანა აბესაძეა, რომელმაც ისტორიაში 59, ინგლისურ ენაში კი უმაღლესი - 80 ქულა აიღო. 

ნანა სწავლის გაგრძელებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს.

როგორც თავად ამბობს, ტესტის შესრულება არ გასჭირვებია.

„ისტორია ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ საგნისადმი განსაკუთრებული სიყვარული სკოლის მასწავლებელმა, ნარგიზა კუტალიამ, ჩამინერგა. სწორედ მისი ენერგიულობისა და უსაზღვრო შრომის დამსახურებაა ჩემი და მისი სხვა მოსწავლეების ასეთი წარმატებები.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ოჯახის წევრების, სკოლის დირექციის, პედაგოგებისა და კლასელების თანადგომა. მათგან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი,“ - აღნიშნავს მოსწავლე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203