
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებში შედის: სკოლის გადახურვა, მთლიანი ეზოს შემოღობვა, გათბობის სისტემის დამონტაჟება, ყველა საკლასო ოთახის, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთება და კოსმეტიკური რემონტი, სველი წერტილების მოწყობა სკოლის შიგნით, ელექტროგაყვანილობის მონტაჟი.
სკოლის რეაბილიტაციის მხარდამჭერია რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი. სკოლის სრული განახლებისთვის სატენდერო თანხა 1 125 818 ლარის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტომ გამოყო.
იხილეთ ფოტოები