
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლის „ლიდერთა ბანაკში“ მორიგი საინტერესო აქტივობა განახორციელა.
სკოლის კურსდამთავრებულებმა გიორგი ვერულაშვილმა და მიხეილ სირბილაძემ მოსწავლეებს ლიდერობისთვის აუცილებელი ნიშან-თვისებები გააცნეს და ბავშვებს ამ თემასთან დაკავშირებით მასტერკლასი ჩაუტარეს.
აღნიშნულმა აქტივობამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. საინტერესო მასტერკლასში ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სხვა სკოლის მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთვნენ.
იხილეთ ფოტოები