
მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური სამმა მოსწავლემ წარჩინებით დაასრულა.
წარჩინებული სწავლისთვის ისინი პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.
პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარდგენილნი არიან შემდეგი მოსწავლეები: ლაშა გირგვლიანი, საბა ფარჯიანი და ირაკლი ფარჯიანი.