აფხაზეთის N7 საჯარო სკოლას საბაზო საფეხურის 6 წარჩინებული მოსწავლე ჰყავს
10-08-2020

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მე-9 კლასის 6-მა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა. წარმატებული მოსწავლეები არიან: სიჭინავა მათე, ნაჭყებია ილია, გაბელაია ირაკლი, გიგიბერია ანი, ქარაია მარიამი, მეშველიანი ნია.

კარგი სწავლისთვის მოსწავლეები პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203