ბოლნისის N3 საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა
10-08-2020

ბოლნისის N3 საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელს წარმატებით გაართვა თავი და პანდემიის გამო გამოწვეული დისტანციური სწავლების პირობებშიც წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს.

წელს, საბაზო საფეხური წარმატეით მე-9 კლასის ორმა მოსწავლემ დაასრულა. წარჩინებული მოსწავლეები არიან: მარიამ ადამაშვილი და ვიკა კოლივანოვა

მოსწავლეები პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203