
აბაშის N1 საჯარო სკოლისთვის პანდემიას ხელი არ შეუშლია სასწავლო წელი წარმატებით დაესრულებინა. ამის დასტური კი მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგებია.
სკოლის 6-მა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა. წარმატებული მოსწავლეები არიან: თორნიკე კუცია, თეიმურაზ ჯაბელია, საბა შენგელია, ნინო მხეიძე, მართა ხოშტარია და გოჩა ხურცილავა.
წარჩინებული მოსწავლეები პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.