
ქუთაისის N23 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლის პერიოდშიც დიდ ყურადღებას უთმობდა მოსწავლეთა ინტელექტის, უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას.
სწორედ ონლაინ სწავლების დროს, სკოლამ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩაატარა. თამაშში მონაწილეობისთვის მოსწავლეებმა დისტანციური სწავლების პროგრამა Teams გამოიყენეს.
სკოლის ადმინისტრაციამ სხვა კლასის მოსწავლეებს მოუწოდა თამაშის კითხვები და მოთამაშეთა მსჯელობა მოესმინათ და სწორი პასუხების გამოცნობა თავადაც მოესინჯათ.
იხილეთ ვიდეო