იოსებ ოცხელის სახელობის, ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წლისაა. საგანმანათლებლო დაწესებულება უნიკალური არქიტექტურით აგებულ შენობაშია განთავსებული. სკოლას მდიდარი ისტორია აქვს. ამ სკოლის კურსდამთავრებულები არიან: კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა, ჯემალ ქარჩხაძე, აკაკი ვასაძე, ნიკოლოზ შენგელაია და სხვა.
სკოლის დირექცია იუბილეს აღნიშვნას გრანდიოზულად, მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებით გეგმავდა, თუმცა პანდემიამ საიუბილეო გეგმები შეცვალა.
ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.
გთავაზობთ, სკოლის შესახებ მომზადებულ ვიდეოს, საიდანაც მისი დაარსების ისტორიასა და მნიშვნელოვან მოვლენებს შეიტყობთ.
იხილეთ ვიდეო