
„ჩემი პროფესია - შენი სიცოცხლის გადარჩენაა“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს. ვიდეო პრეზენტაციაში მოსწავლეები მეხანძრე მაშველების გმირობის შესახებ გვიამბობენ.
„პროექტი, რომლის განხორციელებაც პანდემიის პერიოდში ვერ მოვახერხეთ. პროექტი ჩემი პროფესია-შენი სიცოცხლის გადარჩენაა“ - ეროვნული სასწავლო გეგმის სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის კრიტერიუმების მიხედვითაა ორგანიზებული, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში მოსწავლეების ინტეგრირებისათვის ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: თანამშრომლობა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
პროექტის ძირითადი მიზანი: მოსწავლეთა შემეცნებითი და კულტურული განვითარება, უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების გაფართოება.
მადლობა ჩემს საყვარელ მოსწავლეებს აქტიური თანამშრომლობისათვის და გაწეული შრომისათვის! მადლობა ყველას ვინც ნახავს და მოიწონებს ჩვენს პროექტს!!“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.