
როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს.
საბაზო საფეხურის წარჩინებით ოთხმა მოსწავლემ დაასრულა. ესენი არიან: დავით და ანა აბაშიძეები, ანი აბრამიშვილი და ოთარი აბრამიშვილი. საბაზო საფეხურის მაღალ ქულებზე დასრულებისთვის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.
სკოლა სამმა მეთორმეტეკლასელმა: მირანდა კუპატაძემ, იური ფირცხალიამ და ამირან ჭანკვეტაძემ მედალზე დაამთავრეს და წარმატებით გავიდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
იხილეთ ფოტოები