შეეხებათ თუ არა ერთი სემესტრის სწავლის დაფინანსება აბიტურიენტებს, რომლებიც სტუდენტები წელს გახდებიან
07-08-2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი სტუდენტებს, რომლებსაც 150 000 ქულაზე ნაკლები აქვთ და უსახსრობის გამო ვერ იხდიან უმაღლესში სწავლის გადასახადს, სახელმწიფო ერთი სემესტრის საფასურს დაუფარავს.

ამ განცხადებამ, ბუნებრივია, გააჩინა კითხვა - შეეხებოდა თუ არა ახალი ინიციატივა იმ პირებს, რომლებიც წელს ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, Etaloni.ge განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მთავრობის ინიციატივა 2020 წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ აპლიკანტებსაც შეეხება.

ასე რომ, აბიტურიენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან, აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსის და 150 000 ქულაზე ნაკლები, სწავლის საფასურის ნახევარიც ისევე დაუფინანსდებათ, როგორც სოციალურად დაუცველ სხვა სტუდენტებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...