წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ბორჯომის ხეობაში ეკლესია-მონასტრები მოილოცეს
07-08-2020

2019-2020 სასწავლო წლის დასასრული ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გამორჩეული იყო. მასწავლებლებმა ბორჯომის ხეობაში იმოგზაურეს და ეკლესია-მონასტრები მოილოცეს.

„უკვე სკოლაში დამკვიდრებული ტრადიციის ფარგლებში, სკოლის პედაგოგებმა ბორჯომის ულამაზეს ხეობაში ვიმოგზაურეთ. მოვილოცეთ რამდენიმე ეკლესია-მონასტერი. ღმერთს შევავედრეთ მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების და ჩვენი ქვეყნის ბედი.

დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე სადგერის დედათა და სერაფიმე საროველის მონასტერმა, მწვანე მონასტერმა, წაღვერის ტიმოთეს უბანში აგებულმა თამარის დროინდელმა ტაძარმა, ბოლოს კი ვეახელით ქვიშხეთს, სადაც მოვინახულეთ სამშობლოსათვის წამებული - წმინდა დიმიტრი ყიფიანის განახლებული სახლ-მუზეუმი და მისი კარის ეკლესია.

ეს მოგზაურობა კიდევ ერთი სასიამოვნო ფურცლად ჩაიწერა ჩვენი სკოლის ისტორიაში“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203