ჩხარის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა მასწავლებლებს სამადლობელო ვიდეო მიუძღვნეს
07-08-2020

ჩხარის N2 საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა. ვერა აბულაძე და სერგი არაბიძე პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან. სკოლა საბაზო საფეხურისაა და დირექცია მე-9 კლასელებს გულთბილად გამოემშვიდობა.

„კიდევ ერთი სასწავლო წელი მიილია. მიილია უჩვეულოდ, მაგრამ მაინც წარმატებით. კიდევ ერთი გამოშვება უნდა ეზეიმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩხარის N2 საჯარო სკოლას, რომ არა პანდემია და მე-9 კლასის საუკეთესო მოსწავლეები გაეცილებინა სკოლიდან. კლასი მცირერიცხოვანია, მაგრამ აკადემიურად წარმატებული.

ახალ სასწავლო წელს წარმატებული სწავლისათვის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში განათლების სამინისტროსგან ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან  ვერა აბულაძე და სერგი არაბიძე.  

სასწავლო წლის დასასრულს ვერა აბულაძემ, კლასის სახელით, სასიამოვნო სამადლობელი ვიდეო მიუძღვნა მასწავლებლებს, ვინც მათ ამ ცხრა წლის განმავლობაში ასწავლიდა.

ჩხარის N2 საჯარო სკოლა ულოცავს მე-9 კლასელებს საბაზო საფეხურის  დამთავრებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203