
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს.
კურსდამთავრებული მარიამ ნოზაძე ვერცხლის მედლის კანდიდატია, ქრისტინე ნოზაძემ და მათე ტაბატაძემ კი საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, რის გამოც ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, საჩუქრად ლეპტოპებს მიიღებენ.
დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.