
თელავის მუნიციპალიტეტის კისისხევის საჯარო სკოლის 2020 წლის 12 კურსდამთავრებულიდან 2 ოქროსმედალოსანია.
სკოლა ოქროს მედალზე ანნა მეზვრიშვილმა და გოგა იოსებაშვილმა დაამთავრეს.
„ვულოცავთ მათ ამ წარმატებას, ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე კიდევ უფრო მეტ წარმატებებს. იმედია, ახალ ეტაპსაც წარმატებით გაივლიან. გვეამაყებით ბავშვებო!“ - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ლიანა ერგემლიძე.