პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა სამმა მოსწავლემ ოქროს მედალზე, ორმა კი ვერცხლის მედალზე დაამთავრა
07-08-2020

გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა ხუთმა მოსწავლემ წარჩინებით დაასრულა. 

კურსდამთავრებულთა შორის სალომე ბერიანიძე, მარიამ ღოლიჯაშვილი და მარიამ მეზვრიშვილი ოქროს მედლის კანდიდატები არიან. ვერცხლის მედალს კი ხატია მეზვრიშვილი და ლანა მეზვრიშვილი აიღებენ.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი მე-12 კლასელებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნეაბ 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლისმედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203