ბოლნისის N5 საჯარო სკოლის ბაზაზე „ლიტერატურული ჰაბი“ ჩამოყალიბდა
07-08-2020

ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის „ისწავლე და გამოსცადე აქტიური მოქალაქეობა“ ფარგლებში ჩატარებულ ონლაინკონფერენციაში მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში სკოლის ბაზაზე „ლიტერატურული ჰაბი“ ჩამოყალიბდა.

„24 ივნისს საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ პროექტის - „ისწავლე და გამოსცადე აქტიური მოქალაქეობა“ ფარგლებში ჩატარდა ონლაინ კონფერენცია, რომელშიც ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლეები ნიკა კიკოლიაშვილი და ნიკოლოზ გიორგაშვილი მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა წარადგინეს სკოლაში განხორციელებული ერთწლიანი პროექტის ანგარიში.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა საჯარო სკოლების პედაგოგთა კომპეტენციის გაუმჯობესებასა და სწავლების ინოვაციური ფორმების გაცნობით ახალგაზრდების საზოგადოებრივი აქტიურობისა და მონაწილეობის ხარისხის ზრდას.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ჩვენი სკოლის ბაზაზე „ლიტერატურული ჰაბი“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203