ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლუვრის მუზეუმზე ინგლისურენოვანი პრეზენტაცია მოამზადეს
07-08-2020

ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციური სასწავლო პროცესის დროს, ონლაინ გაკვეთილებისთვის საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს.

ყველა საფეხურის მოსწავლე აქტიურად ერთვებოდა დისტანციურ გაკვეთილებში. ისინი დავალებებს თითოეულ საგანში მონდომებით ასრულებდნენ.

ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ინგლისურენოვანი პრეზენტაცია, რომელშიც მოსწავლეები ლუვრის მუზეუმის შესახებ მოგვითხრობს. პრეზენტაცია მეატე კლასის მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღისთვის მოამზადა.

მუზეუმების საერთაშორისო დღე 18 მაისს აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203