თბილისის N71 საჯარო სკოლის IIა კლასმა izrune.ge-ს „მომავლის კლასის“ ტიტული მოიპოვა
06-08-2020

თბილისის N71 საჯარო სკოლის II კლასმა izrune.ge-მომავლის კლასისტიტული მოიპოვა. კლასის დამრიგებელი ლედი ელიაშვილია.

„გილოცავთ, ჩემო წარმატებულებო! გილოცავთ, 71-ე სკოლის საამაყო გუნდს! მადლობა izrune.ge ! მადლობა ბატონ პაატა ჩორგოლაშვილს! მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის, ერთსულოვნებისთვის! მიყვარხართ და მეამაყებით, ჩემებო“,-მიმართა პედაგოგმა ლედი ელიაშვილმა ბავშვებს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

„მომავლის კლასი“ კი izrune.ge-ს წამახალისებელი, უმაღლესი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით ენიჭება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203