ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლე როლანდ რურუამ საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა
06-08-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის, ნოღოხაშის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია, თუმცა სკოლას საუკუნოვანი ისტორია აქვს და მის კედლებში არაერთი წარჩინებული მოსწავლე აღზრდილა.

ნოღოხაშის საჯარო სკოლას ტრადიცია არც 2019-2020 სასწავლო წელს დაურღვევია და წარჩინებული მოსწავლეც ჰყავს.

როლანდ რურუამ ნოღოხაშის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამა  „ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის გადაეცემა კომპიუტერი.

სკოლაში, როლანდ რურუას კი ასე ახასიათებენ: „როლანდ რურუა გამოირჩევა პასუხისმგებლობით; იგი აქტიურად იყო ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსში, ოლიმპიადასა და სხვა სახის შეჯიბრებებში. დაჯილდოებულია არაერთი სიგელითა და მედლით. 

აბაშის მუნიციპალიტეტის, ნოღოხაშის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ როლანდ რურუას საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებას და  უსურვებენ წარმატებებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203