ქობულეთის N6 საჯარო სკოლას ორი ოქროსმედალოსანი ჰყავს
06-08-2020

ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლა ღირსეულად გაუმკლავდა ყველა გამოწვევას, რაც ქვეყანაში შექმნილმა ეპიდსიტუაციამ წარმოშვა. ეროვნული სასწავლო გეგმაც ზედმიწევნით შეასრულეს და დირექციას, პედაგოგიურ საზოგადოებას, მოსწავლეებსა და მშობლებს თავი არ დაუზოგავთ, რათა საუკეთესო შედეგებით დასრულებულიყო 2019-2020 სასწავლო წელი.

ასეც მოხდა და დღეს ბადრი ბერანძის სახელობის, ქობულეთის N6 საჯარო სკოლას შეუძლია იამაყოს თავისი კურსდამთავრებულებით, განსაკუთრებით კი ის არის სასიხარულო, რომ სკოლას ორი ოქროსმედალოსანი ჰყავს: ცოტნე ქართველიშვილი და მარიკა ოქროპირიძე.

ყველა გულშემატკივარი ულოცავს მათ ამ წარმატებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლას უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203