
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავას საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს.
კურსდამთავრებული ნინო ჩხაპელია ოქროს მედლის კანდიდატია. მარიამ ლემონჯავამ კი საბაზო საფეხური უმაღლეს ქულებზე დაამთავრა. მარიამს ახალ სასწავლო წელს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპი გადაეცემა.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.