გალავნის საჯარო სკოლას სამი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს
06-08-2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის საჯარო სკოლა ორმა მოსწავლემ ოქროს მედალზე დაასრულა. წარჩინებული მოსწავლეები არიან: მარიამ ფერაშვილი და მარიამ ელბაქიძე.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმაც ზედმიწევნით შესრულდა და არც მოსწავლეებსა თუ პედაგოგებს დაუზოგავთ თავი, რათა მაქსიმალური შედეგისთვის მიეღწიათ.

როგორც ცნობილია, გალავნის საჯარო სკოლას კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს - მარიამ თეგეტაშვილი, რომელმაც შეფასების მინიმალური სხვაობის გამო ვერ მოიპოვა მედალი, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით, ულოცავს 2019-2020 სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და უსურვებს მაღალ პროფესიულ განვითარებას! 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203